22:24:18

ფირნიშები
Share |

უნგრეთში სწავლა 50-ის ნაცვლად 80 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  2017 წლიდან 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთში სტიპენდიით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნონილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრელმა კოლეგამ ასევე გამოთქვა ინიციატივა საშუალო განათლების მიმართულებით სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე.

„უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს დღეს ეწვია. მას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ. საზოგადოების ნაწილმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) დაუჭირა მხარი და მისი შესაძლო დახურვა გააპროტესტა.




სხვა ამბები

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა და სანაცვლოდაც 7 ათასი დოლარი მოთხოვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30