11:30:23

ფირნიშები
Share |

უნგრეთში სწავლა 50-ის ნაცვლად 80 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  2017 წლიდან 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთში სტიპენდიით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნონილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრელმა კოლეგამ ასევე გამოთქვა ინიციატივა საშუალო განათლების მიმართულებით სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე.

„უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს დღეს ეწვია. მას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ. საზოგადოების ნაწილმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) დაუჭირა მხარი და მისი შესაძლო დახურვა გააპროტესტა.




სხვა ამბები

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2017“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მეოთხედ დასახელდა.

დაწვრილებით  

საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და უქმეა. დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30