09:22:51

ფირნიშები
Share |

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები. ეს მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

განათლების სამინისტრომ მაჯის საათებში 25 000 ლარი გადაიხადა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 90 ერთეული მაჯის ბრენდირებული საათი დაამზადებინა, რომლის ციბერბლატზეც სამინისტროს ლოგოა გამოსახული. საათები შვეიცარიული წარმოებისაა და მათ შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯა.

დაწვრილებით  

რეინჯერის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში მოკლული რეინჯერის მკვლელობის საქმე გახსნილია. 46 წლის კახაბერ ყურაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. იგი სოფელ ზემო ხანდაკის მკვიდრია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
13:00-18:00
Clear skyNNW14°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30