11:26:05

ფირნიშები
Share |

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები. ეს მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფში კიდევ ორი ბავშვი გადაიყვანეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან წნორის კლინიკაში კიდევ 2 მოზარდია გადაყვანილი. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და გულისრევა აღენიშნებათ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

დაწვრილებით  

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და უქმეა

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, საბაბი მუშათა მძიმე სამუშაო პირობები გახდა, რასაც მალე ქალთა მასშტაბური გაფიცვები მოჰყვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30