07:22:56

ფირნიშები
Share |

პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა პარიზში, შანზ-ელიზეზე მომხდარი სროლის შედეგად. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მათი მებრძოლი იყო.

პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა მანამდე არ გახმაურდება, სანამ არ გაირკვევა ჰყავდნენ თუ არა მას მოკავშირეები. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი წარმოშობით ფრანგი იყო. მას ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აბუ იუსეფ-ბელგიელად მოიხსენიებს.



სხვა ამბები

დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია - გიორგი მღებრიშვილი

მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.

დაწვრილებით  

თელავში ბუნებრივი აირით სამი თვის ბავშვი მოიწამლა

თელავში, ბუნებრივი აირი გაჟონვის შედეგად სამი თვის ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ჩვილი გვიან ღამით თელავის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30