18:45:43

ფირნიშები
Share |

ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინსტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.

დაინტერესებული ვეტერანების მომართვიანობის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიმართა კომპეტენტურ უწყებებს ზედმეტად დარიცხული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ლეგალიზების ინიციატივით. ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა, რაც ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

2017 წლის 13 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №191 დადგენილება, რომლითაც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად იქნა მიჩნეული და აღარ ექვემდებარება დაბრუნებას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია



სხვა ამბები

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

სომალიში შიმშილით ორ დღეში 110 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 22.07.17
23:00-00:00
Clear skyfrom west-northwest25°C1.6m/s
0mm
კვირა 23.07.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast29°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.6m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest20°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30