14:00:25

ფირნიშები
Share |

სიღნაღის სასამართლომ სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ქ. საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევს ვ.ჯ.-ს მეუღლის დეიდაშვილთან თ.ბ.-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არსებული ვალის გამო ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. განაწყენებულმა ვ.ჯ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნენ გადაიყვანილი“,- განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცავებმა ვ.ჯ. იმავე ღამეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.



სხვა ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას - შენდობა მინდა გთხოვოთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

დაწვრილებით  

სოციალური მეწარმეობის თემაზე თელავში ვორქშოფები გაიმართება

10 მარტს, პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში თელავში ვორქშოფების სერია დაიწყება. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ვორქშოფებს იდეის გენერირებაზე, ბიზნესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. ვორქშოფებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30