12:16:10

ფირნიშები
Share |

სააღდგომო დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევებზე 60 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, 14-16 აპრილს, სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. ცენტრის მონაცემებით, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი.

„14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. 14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, ხოლო 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა“,- განაცხადეს რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დაწვრილებით  

გიორგი თარგამაძის მეუღლის კომპანიას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის განკარგულებით შპს GOLDEN GRAINS-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამ საწარმოს მფლობელები არიან თურქეთის 2 მოქალაქე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30