12:08:09

ფირნიშები
Share |

ჯანდაცვის სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლები მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებული რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს პარალელურად ეწერებოდა ხელფასის ოდენობით პრემიაც. ამასთან, სამინისტროს აპარატის 2 მოხელეს 2015 წელს პრემია 14-ჯერ მისცეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შემოწმების მასალების თანახმად, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობას შეეხება, ამ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე მინისტრზე მაღალ ხელფასს, ანუ თვეში 6 250 ლარზე მეტს იღებდა. 

ამასთან, ზოგიერთ მათგანს პარალელურად გაუწერეს ხელფასის ოდენობით პრემიაც, მაშინ როდესაც მინისტრს არც პრემია და არც დანამატი არ მიუღია. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს დამხმარე მოსამსახურეებისთვის საერთოდ არ იყო განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობები.

შეგახსენებთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში დროებითი ამოცანების შესასრულებლად.

იმავე დასკვნის თანახმად, 2015 წელს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეზე პრემია 14-ჯერ (!) არის გაცემული, რითაც დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მოთხოვნები. ამ დადგენილებით განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს წელიწადში არაუმეტეს 7-ჯერ.



სხვა ამბები

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

დაწვრილებით  

არასამთავრობოები ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30