14:47:33

ფირნიშები
Share |

პატრიარქის დაცვის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაცვის სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს. როგორც სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.

„არ ვიცი რა მიზეზით გაუშვეს დაცვის წევრები, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულია სამი ადამიანი. ვარკვევ დეტალებს“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

დაცვის სამი წევრის გათავისუფლებას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავაც ადასტურებს.

„ვადასტურებ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება იქნა დათხოვილი. როგორც ვიცი, ეს დამოკიდებული იყო შსს დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული დაცვის წევრები გადმოვიდნენ სახელმწიფო დაცვის სტრუქტურაში. რა მიზეზით და რა გარემოებებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამ საკითხებზე დასაბუთებული პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კითხვას, ხომ არ უკავშირდება დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლება სოსო ოხანაშვილს, ქარჩავა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.

„მე აღნიშნულ გარემოებას ვერ დაგიდასტურებთ, მე ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა აღნიშნული პირადი მოტივით განთავისუფლებას რა თქმა უნდა არ გავიზიარებდი“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.



სხვა ამბები

მინისტრები ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდებიან

დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან. დაწვრილებით  

2016 წლის მე-6 მემილიონე ტურისტს საქართველოში საგანგებო დახვედრა მოუწყეს [Video]

2016 წელს პირველად საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 350 825 შეადგინა. მე-6 მემილიონე ტურისტს, ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო დახვედრა მოუწყო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30