23:50:02

ფირნიშები
Share |

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინ ჩადო

მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო”, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ განაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან წერილობით ინტერვიუს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ აქვეყნებს. ტელეკომპანიამ დეკანოზს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ითვლება, არ გამოაქვეყნა ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმება. ბრალდებული დეკანოზის განცხადებითვე, როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები სრულად გავრცელდება.

„პროკურატურამ, სამწუხაროდ, არ გამოაქვეყნა საუბრის ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და ეს უხამსი სიტყვები მხოლოდ ფიგურალური გამოთქმები იყო. როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, ეს ვიდეოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება და ნათელი მოეფინება ყოველივეს.

პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორად გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე.

მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია”, - აღნიშნა გიორგი მამალაძემ.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

დეკანოზს სახელმწიფო ბრალდება მკვლელობის მომზადებას ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.



სხვა ამბები

ვეტერანებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს [Photos]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დაწვრილებით  

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოიცემა

საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტას გამოუშვებს. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30