17:28:58

ფირნიშები
Share |

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების მიღება დაიწყო და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ და უზრუნველყოფილები იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

„სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში“,- განაცხადეს სამინისტროში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2017 წლის 5 ივნისიდან. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.

10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში: ტაქტიკური მომზადება; სამხედრო-საინჟინრო მომზადება; მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა; ზოგადი საკითხები; ფიზიკური მომზადება; სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა); საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები; სამწყობრო მომზადება; კავშირგაბმულობა; საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა); სამხედრო ტოპოგრაფია.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი.

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად: ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); გასაწვევი პირის განცხადება; ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); დაბადების მოწმობის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული); ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია); ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); ცნობა ნასამართლობის შესახებ; ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); მიღებული სერტიფიკატის ასლი; სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 18 აპრილიდან 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი) და ქ. ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (მისამართი: ქ. ახალციხე, კოსტავას ქუჩა №1 სამხედრო ქალაქი).

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 050685; 595 050673



სხვა ამბები

ჩვილებისთვის განკუთვნილი 13 სათამაშოდან 6-ში აკრძალული მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე მაღაზიიდან შეძენილი 13 სხვადასხვა ტიპის ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი აბაზანის რბილი სათამაშოდან 6-ში მავნე ნივთიერება ფტალატები აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

დაწვრილებით  

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30