03:10:35

ფირნიშები
Share |

აკა სინჯიკაშვილი პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკაკი (აკა) სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის, წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკაკი სინჯიკაშვილს პირადად გადასცა.

„მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში. მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი - წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აქართველოს პარლამენტის დადგენილებით, წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.



სხვა ამბები

ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა [Photos]

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაწვრილებით  

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west0°C2.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30