20:35:44

ფირნიშები
Share |

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ვასილ დავითაშვილს გუშინ, საკუთარ სახლთან თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის ოჯახთან ერთად სასაფლაოდან ბრუნდებოდა.

დავითაშვილს 10-მდე ტყვია ესროლეს. ჭრილობები ძირითადად ქვედა კიდურებშია მიყენებული, რის გამოც ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის სავარაუდო მოტივი ყოფით ნიადაგზე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ოჯახის წევრებისთვის დაპირისპირების დაწყების ეს ვერსია გაუგებარია. მათი თქმით, ისინი ზეზვა ბაქრაძეს საერთოდ არ იცნობენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.



სხვა ამბები

საჯარო რეესტრმა „ერთსულოვნების“ დირექტორად დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაარეგისტრირა

საპატრიარქოს ტელევიზიას დირექტორი ოფიციალურად შეეცვალა. საჯარო რეესტრმა არხის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ განაცხადზე წარმოება დაასრულა და დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” დირექტორად დაარეგისტრირა. დაწვრილებით  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისაგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30