00:51:31

ფირნიშები
Share |

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ოჯახის წევრების ცნობით, ვასილ დავითაშვილს ქუჩიდან დაუძახეს, რა დროსაც ის გარეთ გავიდა. ერთ-ერთმა პირმა მას 8-ჯერ ესროლა, საიდანაც 5 ტყვია მოხვდა.

დანაშაულის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილი არ არის.

ვასილ დავითაშვილი 2002-2005 წლებში იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2005-2006 წლებში - გამგებლის მოადგილე. 2006-2007 წლებში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2009 წელს მეორედ გახდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2011 წლის ოქტომბერში შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს საქართველოს პარლამენტში თელავის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად.

/კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო/



სხვა ამბები

თბილისის საკრებულომ აკრძალულ ადგილებში მყოფი პირუტყვის გადაყვანისა და შენახვის ხარჯები დაადგინა

თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, აკრძალულ ზონაში მყოფი შინაური ცხოველების სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას შემთხვევაში მათ მესაკუთრეებს, ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, ხარჯების გადახდაც მოუწევთ. დაწვრილებით  

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა [Photos]

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30