10:35:36

ფირნიშები
Share |

ქართველი ოფიცერი დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

დაჯილდოების ცერემონიალი სამხრეთ უელსში, ბრეკონის ქვეითთა საბრძოლო სკოლაში 28 აპრილს იგეგმება.

„ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ მიზნად ახალგაზრდა ოფიცრების სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა. ქართველმა ოფიცერმა მასში მონაწილეობა „გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს 2017-2018 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის“ ფარგლებში მიიღო.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულია.



სხვა ამბები

თბილისში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

მსხვერპლით დასრულდა ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. დაწვრილებით  

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30