22:09:11

ფირნიშები
Share |

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები. 2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აფრთილებს, რომ მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები კი, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.

„მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დაწვრილებით  

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
03:00-06:00
Clear skyfrom west-northwest13°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30