22:55:33

ფირნიშები
Share |

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მერიის ცნობით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

„მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.



სხვა ამბები

არხის საკონტროლო პაკეტის მისაღებად ახალ შპს-ს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დავაფუძნებთ - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ტელევიზიის 91%-ის მფლობელებისგან ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს.

დაწვრილებით  

ჯარისკაცებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს 104 ტონა შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30