22:10:10

ფირნიშები
Share |

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდისა და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ - საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული - აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.



სხვა ამბები

გზის პირას მოწყობილი ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანში 15-მდე ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პარაჩინარის სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი შიიტების უმცირესობით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. დაწვრილებით  

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა - პროკურორი

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-northwest14°C2.0m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30