17:25:29

ფირნიშები
Share |

გურჯაანში 15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

გურჯაანში15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, ბავშვებს სკოლაში სწავლა არ შეუწყვეტიათ. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სკოლის დირექციამ პოლიციას და სოციალურ სამსახურს მიმართა.

გოგონა მე-9 კლასის მოსწავლეა, ბიჭი კი მე-10 კლასში სწავლობს.

„ბავშვებს სწავლა ჯერ არ შეუწყვეტიათ. აღიშნული ფაქტის შემდეგ სკოლებმა გადადგეს ყველა ნაბიჯი. მიმართეს პოლიციას, სოციალურ სამსახურს და მანდატურებმაც შესაბამისი ფორმა შეავსეს. როგორც ამბობენ, ამ ბავშვებს ერთმანეთი უყვარდათ“,- ამბობს დალი მინდიაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემებით, 2015–2016 სასწავლო წელს, დაოჯახების მიზეზით საქართველოში მე–9 კლასის დასრულებამდე სწავლა 55–მა გოგონამ შეწყვიტა.



სხვა ამბები

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. დაწვრილებით  

„ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მიცეს

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 16.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northeast22°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 17.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest20°C1.6m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast24°C1.6m/s
0mm
შაბათი 19.08.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east23°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30