12:19:56

ფირნიშები
Share |

ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

თუშეთში, ათამდე სოფელს, 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. თუშეთი ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონს, კერძოდ კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირს შეუერთდება. „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელის უჩა სეთურის განცხადებით, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი 25-30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

უჩა სეთურის განმარტებით, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ამ ეტაპისთვის ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

„წოვათას ხეობის გარდა, ინტერნეტით დაფარული იქნება ყველა ის ლოკაცია, სადაც არის მოსახლეობა. ეს არის პირველი ეტაპი და დასახლებული თუშეთის 80%-მდე მოცული იქნება ინტერნეტით. ჩვენ ვიყავით შენაქოში, სადაც არ იჭერდა მობილური ტელეფონი, მაგრამ ინტერნეტი აუცილებლად იქნება. ეს იქნება უსადენო, ფიქსირებული რადიოინტერნეტი. არანაირი სიძვირე, მიუხედავად ამ დაშორებისა, არ იქნება. საბაზისო პაკეტის ინტერნეტის ფასი იქნება 25-დან 30 ლარამდე“,- განაცხადა უჩა სეთურმა.

თუშეთის სოფლების ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“, ასოციაციის წევრმა შპს „ფრინეტმა“, ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინციაიტივამ“ და ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობამ, მემორანდუმი 2016 წლის სექტემბერში გააფორმეს.

პროექტი ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ დროისათვის ინტერნეტ ქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტია დაფარული.

თუშეთში 45-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. თუშეთში სეზონურად 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.



 

სხვა ამბები

სოფელ ნაფარეულში 28 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცმა 28 წლის თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა. მათივე თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაწვრილებით  

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, იარაღის უკანონო შეძენა ან შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო უკანონო ტარება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30