17:27:40

ფირნიშები
Share |

თელავში ქმარმა 26 წლის ცოლი დაჭრა

კრიტიკულად მძიმეა 26 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავში 38 წლის მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ქალბატონს აქვს გულის მარჯვენა და მარცხენა კედელში, ასევე მუცლის ღრუში შემავალი ორი ჭრილობა. პაციენტს აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის ძვლის ტრავმა. მას ჩაუტარდა ოთხსაათიანი გადაუდებელი ოპერაცია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალის ჯანმთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა კოპლატაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის ქალი მეუღლემ 12 აპრილს დაჭრა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება 19-108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.



სხვა ამბები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და შემადგენლობას ზრდის

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს. დაწვრილებით  

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა, რომლიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom south-southwest-3°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30