22:19:18

ფირნიშები
Share |

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოიცემა

საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტას გამოუშვებს. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა. მათივე ინფორმაციით, მონეტა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

ავერსი - მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე. მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“(ფრანგულ ენაზე ), „5 ლარი“.

რევერსი - მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო - „5“, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე - „L’EXPOSITION  VIGNOBLE INVITE DE LA CITE DU VIN DE BORDEAUX“, „LA GEORGIE - PREMIER INVITE“.

მონეტის ნომინალი: 5 ლარი; შემადგენლობა: Ag925; წონა: 15.50 გრ ; დიამეტრი: 33.00 მმ ; მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი.

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.



სხვა ამბები

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

დაწვრილებით  

პარიზის აეროპორტში მოკლული თავდამსხმელი რადიკალურ ისლამთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი

საფრანგეთის უშიშროების ძალებმა პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტ „ორლიში“ მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელსაც კავშირი რადიკალურ ისლამთან ჰქონდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
03:00-06:00
Clear skyfrom west-northwest13°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30