21:33:07

ფირნიშები
Share |

ორი ინდმეწარმე საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად სპრედს აწვდიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ბრალდებით, ორი ინდმეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოიძების ინფორმაციით, აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე - 2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე.



სხვა ამბები

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

დაწვრილებით  

სასამართლო - მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ასევე თორნიკე ტ-ს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18
02:00-06:00
Cloudyfrom west-southwest4°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom west-southwest3°C1.3m/s
1.0mm
12:00-18:00
Partly cloudy6°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast7°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 12:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 01.03.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30