12:15:50

ფირნიშები
Share |

გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, სხვა პირთა გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გურჯაანის პოლიციამ გოგონა, რომელიც გუშინ საღამოს გ. ცანკაშვილმა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, ცოტა ხნის წინ იპოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას მეგობრებმა უთხრეს, მოტაცებულ გოგონას თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მიაკვლიეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 11 აპრილს, საღამოს, 9 აპრილის ქუჩაზე გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე თვით ადრე, იანვარში, გოგონამ დახმარების მიზნით, პოლიციას მიმართა. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მოტაცებამდე მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ რეაგირება მოახდინა, გასაუბრების ოქმი შედგა და მამაკაცს გაფრთხილება მისცა. მათივე ცნობით, ამის შემდეგ გოგონას სამართალდამცავებისთვის აღარ მიუმართავს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

შავ ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.  დაწვრილებით  

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 9 გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის შევსება მსურველებს 3 აპრილიდან შეუძლიათ. კონკურსი გამოცხადდა კულტურის, შემეცნებით-საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული, შემეცნებით-გასართობი და სოციალური ტოქშოუს გადაცემების დასამზადებლად. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30