23:42:10

ფირნიშები
Share |

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციის მიზნით, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერება.

„ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ არაერთი ცვლილება და რეფორმა განხორციელდა, რამაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. თუმცა, ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა კვლავ რჩება ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ხოლო თანათავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს - საბჭოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.



სხვა ამბები

თელავში მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

2 მარტს, თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თელავის საკრებულოს დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გააცნობს.

დაწვრილებით  

არასამთავრობოები ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30