04:06:15

ფირნიშები
Share |

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტიკური ნარჩენის ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

„კოცონის დასანთებად მოსახლეობა ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედვლობის დეპარტამენტში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი გამოიყოფა.

„ჭიაკოკონობა“ ძველი, წარმართული ტრადიციაა.



სხვა ამბები

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

დაწვრილებით  

28 მარტს სიღნაღის და საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 28 მარტს, სიღნაღისა და საგარეჯოს სოფლების, ასევე ქალაქ საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30