19:05:24

ფირნიშები
Share |

პოლიციისთვის დახმარების თხოვნის მიუხედავად, 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

ქალაქ გურჯაანში, 27 წლის გ. ცანკაშვილმა 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, გოგონას დახმარების მიზნით, პოლიციისთვის აქვს მიმართული. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მოტაცებამდე მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მათივე თქმით, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

ოჯახის წევრები გოგონას ამ დრომდე ეძებენ. პოლიციისთვის ცნობილია იმ ავტომობილის მოდელი და ნომერი, რომლითაც გოგონა გაიტაცეს, თუმცა სამართალდამცავები ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სხვა ამბები

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს თავად მიმართა და თანამდებობაზე დასანიშნად პატრიარქის გადაწყვეტილება წარადგინა.

დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის სპეციალისტი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
23:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30