13:21:33

Share |

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სიღნაღში ერთი პირი დააკავეს

სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 46 წლის მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7აპრილს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების დროს, 57 წლის ს. მ. სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ბ. ჩადენილი დანაშაულიდან რამდენიმე დღეში, ახმეტაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.



ფირნიშები

სხვა ამბები

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

დაწვრილებით  

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი დროს მას ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30