19:39:12

ფირნიშები
Share |

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და შემადგენლობას ზრდის

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს.

რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 08:50 სთ-ზე გავა, ზუგდიდში 14:15 სთ-ზე ჩავა, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.

ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამისა და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653) №12/11 მიმართულებით, სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები ემატება.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე - სწრაფი გადახდის აპარატებითა და ინტერნეტის მეშვეობით.



სხვა ამბები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები, სამსახურის სხვა თანამშრომლები დავეტერანები დაესწრნენ. დაწვრილებით  

მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც იგი პატრიარქს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30