13:20:51

Share |

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ.

კანონპროექტის ინიციატორის, გუგული მაღრაძის განმარტებით, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო ჩილიმ ბარებშიც უნდა აიკრძალოს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი მეორე მოსმენისთვისაა შესათანხმებელი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რანაირი რეგულაციები გავაკეთოთ დიდ კაზინოებსა და ჩილიმ ბარებთან დაკავშირებით. მეორე მოსმენამდე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რომ აიკრძალოს, მაგრამ ამაზე უმრავლესობაშიც და მთავრობასთანაც უნდა შევჯერდეთ“, - ამბობს გუგული მაღრაძე

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩილიმ ბარებზე გამონაკლისს დაუშვებენ, იქ საკვების გაყიდვა უნდა შეიზღუდოს.

„იქ არ იქნება არანაირი სასმელი და საჭმელი, რადგან, ეს რომ დავუშვათ, მაშინ შეიძლება ყველა სხვამაც (კაფე-ბარმა) დაირქვას ჩილიმ ბარი... გამონაკლისის შესახებ, ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი. ეს მეორე მოსმენისთვის შესათანხმებელი საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ღამის კლუბებსა და ბარებში ნამდვილად აიკრძალება, იმიტომ, რომ იქ სასმელი და საჭმელია და ჩვენ ამას არ ვუშვებთ“, - ამბობს გუგული მაღრაძე

პროექტის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების, სამორინეებისა და აზარტული კლუბების მეპატრონეები 2018 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილნი იქნებიან, შენობაში სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილი ადგილები გამოყონ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს;

ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო სანქციები 50 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარიდან დაიწყება.

კანონის ძირითადი მუხლები 2018 წლიდან შევა ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.


ფირნიშები

სხვა ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ტყის მცველი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.

დაწვრილებით  

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30