03:43:02

ფირნიშები
Share |

საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ-ერთ მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ამზადებდა ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს „ბორჯომსა” და „ლიკანს”. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული „ლიკანი” და „ბორჯომი”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე პრიმა მუხლით, მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 41 წლის დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა თბილისში, აწყურის ქუჩაზე, ცივი იარაღის მუქარით, მოქალაქეს ყაჩაღურად გასტაცა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 22.11.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest5°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Rainfrom northwest7°C3.6m/s
1.5mm
18:00-00:00
Light snow showersfrom west-southwest3°C0.9m/s
0.8mm
ხუთშაბათი 23.11.17 12:00-18:00
Sleet showersfrom east-northeast4°C2.4m/s
1.4mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudy3°C1.3m/s
0mm
შაბათი 25.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest1°C2.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30