04:05:47

ფირნიშები
Share |

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დიწყო. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. აქცია 29 აპრილამდე გაგრძელდება.

როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.



სხვა ამბები

მუკუზანში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 3 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მოქალაქის ბინა გაქურდეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარეს.

დაწვრილებით  

პარიზის აეროპორტში მოკლული თავდამსხმელი რადიკალურ ისლამთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი

საფრანგეთის უშიშროების ძალებმა პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტ „ორლიში“ მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელსაც კავშირი რადიკალურ ისლამთან ჰქონდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30