04:04:09

ფირნიშები
Share |

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კარდიოლოგიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კლინიკა უწყების ბენეფიციარებს - ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა). 

სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-იკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია



სხვა ამბები

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი დაშავდა

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. თურქული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ქალაქ რიზესთან შეეჯახა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
08:00-12:00
Heavy rainfrom west-northwest12°C1.5m/s
3.8mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30