06:57:27

ფირნიშები
Share |

ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა [Photos]

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.

მეორე აფეთქებისას კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის პაპი და პატრიარქი, თეოდორიუს მეორე ალექსანდრიის ტაძარში იმყოფებოდა, იგი არ დაშავებულა.

ორივე აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მისი განცხადებით, აფეთქებები ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელთაც ტანისამოსის შიგნით ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთათ.

ეგვიპტეში კოპტების ქრისტიანული თემი 6 მილიონამდე ადამიანს ითვლის.



სხვა ამბები

სამ თვეში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოავლინეს. დაწვრილებით  

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30