08:10:17

ფირნიშები
Share |

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ბავშვი დაიბადა [Photos]

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც გვინეის დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. პატარა გოგონას დედა საფრანგეთის მოქალაქეა, რომელსაც სამშობიარო დახმარება თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა გაუწიეს.

ახალდაბადებულ გოგონას კადიჯუ დაარქვეს. თურქი ბორტგამცილებლების მასთან გადაღებული ფოტოები „ფეისბუქში“ ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პილოტებმა თვითმფრინავი ბურკინა ფასოს ერთ-ერთ ქალაქში დასვეს, რათა დედასა და ახალშობილს დამატებით საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავსი შემთხვევა აფრიკაში მოხდა, როდესაც ლიბიური ავიაკომპანიის თვითმფრინავში ბიჭუნა დაიბადა.



სხვა ამბები

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმის შედეგად, 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულის შეადგენს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30