20:34:16

Share |

ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 35 წლის, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 41 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 36 წლის, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 მარტს, ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ.ბ.-ს ოჯახს, საიდანაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს ფოტოაპარატი, ე.წ. პლეიერი, კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა - PlayStation, ოქროს სამკაულები, 500 ლარი, საბანკო პლასტიკური ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ტყიბულსა და წყალტუბოში დააკავეს.

პოლიციამ, დ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობისას გატაცებული ე.წ. პლეიერი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ფოტოაპარატი, PlayStation და გატაცებული ოქროს სამკაულების გადადნობის შედეგად დამზადებული ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ზ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებელი ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და გატაცებული საკრედიტო ბარათი, კ.მ.-ს საცხოვრებელ სახლიდან კი ამოღებული იქნა უნომრო პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.





ფირნიშები

სხვა ამბები

იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედო ჰოსპიტალში, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე,18 წლის ბადრი შავაძე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავაძემ მიმდინარე წლის 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაწვრილებით  

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30