17:26:05

ფირნიშები
Share |

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს მიხედვით, „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!“.



სხვა ამბები

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო გურჯაანში „კამაზის“ მარკის ავტომობილი 4 წლის ბიჭს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ის „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაშვი გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაწვრილებით  

2016 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მოიმატა. 2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 56 569 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 4,5 %-ით ნაკლებია. ახალშობილთა შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგოა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30