07:09:03

ფირნიშები
Share |

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება.

„ის ადამიანები, რომლებიც თამბაქოს არ ეწევიან, მაგრამ იძულებული არიან იმის გამო, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე არ დგას, ან საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი შეგნება და კულტურა, ვღებულობთ, რომ ყოველდღიურად გვეღუპება 1 ბავშვი თამბაქოს პასიური მოწევის გამო და ყოველდღიურად 9 ადამიანი იღუპება პასიური მოწევის გამო. ხოლო მთლიანად თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად 30 ადამიანს შეადგენს”, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მან აღნიშნული მაჩვენებელი ბორჯომის მოსახლეობას შეადარა და აღნიშნა, რომ თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ყოველწლიურად ბორჯომის მოსახლეობას უდრის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყოველწლიურად „ერთი ქალაქი იღუპება”.

პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს იხილავს. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.



 

ამ თემაზე:

ვინ რამდენით დაჯარიმდება თამბაქოს აკრძალულ ადგილებში მოწევის შემთხვევაში

სხვა ამბები

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება

„სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება“,-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს წერილით მიმართა.

დაწვრილებით  

პატრიარქი - წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს საკუთარმა შვილმა უღალატა

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30