21:30:44

ფირნიშები
Share |

ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში გამგეობის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სევერიანე ბერულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანასა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი. მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.



სხვა ამბები

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება - მინისტრი

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 10 ათასი ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატებოდა, საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობას ცდილობდა. დაწვრილებით  

გურჯაანში 15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

გურჯაანში15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, ბავშვებს სკოლაში სწავლა არ შეუწყვეტიათ. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სკოლის დირექციამ პოლიციას და სოციალურ სამსახურს მიმართა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18
02:00-06:00
Cloudyfrom west-southwest4°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom west-southwest3°C1.3m/s
1.0mm
12:00-18:00
Partly cloudy6°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast7°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 12:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 01.03.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30