02:52:16

ფირნიშები
Share |

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

7 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. საეკლესიო სწავლების თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



სხვა ამბები

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

დაწვრილებით  

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
07:00-12:00
Cloudyfrom west-1°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30