21:50:53

ფირნიშები
Share |

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი.

8 აპრილს, შაბათს კი ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღესაც მორწმუნეებს ასევე შეუძლიათ თევზის მიღება.

9 აპრილს, დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, იერუსალიმში დიდებით შემავალ უფალს ზეთისხილის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, შეძახილით: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“. ბზობის დღესასწაულზეც მარხვა თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



სხვა ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ.

დაწვრილებით  

152 შეკვრა კანაფის ფისის შეძენის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის მოქალაქე, 24 წლის პ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30