21:49:46

ფირნიშები
Share |

რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 19.8 მილიონი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 19.8 მილიონს მიაღწია, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის 13 %-ზე მეტმა, გასულ წელს ყოველთვიურად საარსებო მინიმუმზე უფრო ნაკლები, ანუ 9691 რუბლზე (171 $) ნაკლები ანაზღაურება მიიღო. ეს არის სიღარიბის ყველაზე მაღალი დონე 2006 წლის შემდეგ, როდესაც 21.6 მილიონ მოქალაქეს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა.

სიღარიბის მატება რუსეთში 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას პასუხად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები მოჰყვა რუსეთის მიმართ, რამაც რუსეთის ეკონომიკის შენელება გამოიწვია. ამ ფაქტორის გარდა, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების კლებაზე იმოქმედა ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ. მოგეხსენებათ, ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.



სხვა ამბები

ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა

გურიაში, სოფელ ნატანებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. მომხდარის გამო ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა.

დაწვრილებით  

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30