07:00:25

ფირნიშები
Share |

ქრთამის აღების ბრალდებით ონის გამგეობის განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაპირდა, რომ იგი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა სატენდერო კომისიის და ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი.

„გიორგი მელაშვილი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.



სხვა ამბები

ლონდონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.

დაწვრილებით  

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 23.05.17
11:00-12:00
Cloudyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom north-northeast19°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
RainNNW18°C2.0m/s
1.0mm
ოთხშაბათი 24.05.17 12:00-18:00
Light rain showers13°C3.3m/s
0.8mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30