19:38:03

ფირნიშები
Share |

ვინ რამდენით დაჯარიმდება თამბაქოს აკრძალულ ადგილებში მოწევის შემთხვევაში

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვებს საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში აწესებს, დარღვევა კი შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტით აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევა 20-დან 2 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა; საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა.

საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; სტადიონებზე

კანონპროექტი მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვების შემთხვევაში შემდეგი სახის ჯარიმებს ითვალისწინებს:

მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში მოწევა, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს (სადარბაზო, დერეფანი, სახურავი, ლიფტი) 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 100 ლარით.

მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით დაჯარიმდება.

ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 100 ლარით დაჯარიმდება.

მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

პროექტით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გარედან ხილულ დახლებზე გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი წესის დარღვევა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი - 4000 ლარამდე ჯარიმას გაითვალისწინებს. ამასთან აიკრძალება შესაბამისი პროდუქტის რეალიზაცია/განლაგება:

თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი აქსესუარების რეალიზაცია იმ დაწესებულებების ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში, სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით.

შესაბამისი პროდუქტის განლაგების წესების დარღვევა 150 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.

თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი აქსესუარების 18 წლამდე პირისთვის მიყიდვა 150 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პროექტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უმუშალოდ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი - 4 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი“ და „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ არიან. პროექტის ინიციატორი  საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.



სხვა ამბები

ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა. დაწვრილებით  

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30