12:18:31

ფირნიშები
Share |

გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს [Video]

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის განცხადებით, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ, პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა  თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა. უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების  გატარება 19 მარტს,  მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაციებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.



სხვა ამბები

19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

დაწვრილებით  

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30