10:29:07

ფირნიშები
Share |

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლეს ავტომანქანის სარკეები მოპარეს. შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა, სადაც ქალაქის მერი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისის მერის მეზობლების თქმით, თვენახევრის წინ, უცნობმა პირებმა ამავე მანქანის საბურავები დაჭრეს.

„დღეს დილით მანქანაზე სარკეები იყო მოხსნილი. თვითონ შოთა მურღულიამაც ნახა ეს ყველაფერი. არა მგონია ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაეკეთებინოს ვინმეს“, - უთხრა „რუსთავი2-ს“ დაზარალებულის ნათესავმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.



სხვა ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას - შენდობა მინდა გთხოვოთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30