04:02:55

ფირნიშები
Share |

მძღოლს, რომელმაც სოფელ ბადიაურში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ“,- განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცავებმა ტარიელ ჯამალაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.



ამ თემაზე:

მძღოლი, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა ნახევარი წლის შემდეგაც არ არის დაკავებული [Video]

სხვა ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

UrbanX - ბორბალი, რომელიც ნებისმიერ ველოსიპედს ელექტრონულად გარდაქმნის [Video]

სატერფულიანი ტიპის ველოსიპედის ელექტრო ველოსიპედად გარდაქმნა ამჯერად სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ბორბლებით, რომელიც სტარტაპ UrbanX-ის მიერაა წარმოდგენილი და საკმაოდ მარტივი, პრაქტიკული და იაფი საშუალებაა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
08:00-12:00
Heavy rainfrom west-northwest12°C1.5m/s
3.8mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30