20:19:14

ფირნიშები
Share |

ვეჯინში ამბულატორიის ასაშენებლად 100 000 ლარი გამოიყო

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. შენობა, სადაც ამჟამად პაციენტებს ემსახურებიან, ავარიულ მდგომარეობაშია.

საკითხს საკრებულოს დეპუტატებმა სესიაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„ტერიტორია, სადაც ახალი ამბულატორია უნდა აშენდეს, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის თაობაზე. დროში რომ არ გაიწელოს, ამ პროცესის პარალელურად, გამოცხადდება ტენდერი და მაისში უკვე დაიწყება სამუშაოები“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელმა, კუკური ჯამატაშვილმა.

ვეჯინში მდებარე სამედიცინო დაწესებულების ჭერი იმდენად დაზიანებულია, რომ წვიმის დროს როგორც გარეთ, ისე წვიმს, რის გამოც პაციენტები და ექიმები შენობაში ქოლგით გადაადგილდებიან. ექიმების თქმით, ჭერიდან ქვეწარმავლები და მღრღნელებიც ჩამოდიან. შენობაში არც სასმელი წყალია, არც ტუალეტი და არც ბუნებრივი აირი. ამ პირობებში გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ამბულატორიაში 6 მედიკოსი 3 500-ზე მეტ ადგლობრივს თითქმის 10 წელია ემსახურება.



სხვა ამბები

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 19.02.18
01:00-06:00
Snowfrom southeast1°C1.5m/s
0.6mm
06:00-12:00
Sleetfrom east-southeast0°C1.5m/s
1.0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast1°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Fogfrom east-northeast0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom east2°C1.3m/s
0mm
ოთხშაბათი 21.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 10:00-16:00
Fairfrom north-northeast3°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30