04:03:05

ფირნიშები
Share |

სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვია. ამის შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის რახატ სულეიმანოვის განცხადებით, ყირგიზეთის სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან მუდმივ კავშირში არიან. თუმცა, რუსეთში ყირგიზეთის საელჩოს ინფორმაციით, მოსკოვს ბიშკეკისთვის ჯერ არ მიუმართავს ტერაქტში აკბარჟონ ჯალილოვის შესაძლო მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა. აფეთქება მოსკოვის დროით 14:30 საათზე მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, აფეთქება ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა.



სხვა ამბები

ბათუმში განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. დაწვრილებით  

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
08:00-12:00
Heavy rainfrom west-northwest12°C1.5m/s
3.8mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30